როგორც გაირკვა, წელს არჩევნების მეორე ტურშიც ორი მელია იქნება. აღსანიშნავია, რომ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არცევნებზე ანზორ მელიამ შვილის შედეგზე თითქმის 13 %-ით უკეთესი შედეგი აჩვენა.
"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა 46.88 % მიიღო, რაც შეეხება მეორე ტურში გასულ "ქართული ოცნების" კანდიდატს - მამუკა წოწერიას 41.15% აქვს.
ზუგდიდის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობიდან" 23 წევრი შევიდა, 18 კი "ქართული ოცნებიდან".
არჩევნების მეორე ტური, მხოლოდ ერთ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება.
ზუგდიდის ოლქში, 119 000-ზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული და 43%-მა საკუთარი პოზიცია, გუშინ არჩევნებზე დააფიქსირა.