"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ბაჩო დოლიძის განცხადებით, ისინი სხვა ოპოზიცურ პარტიებთან, მეორე ტურამდე კონსულტაციისთვის მზაობას გამოთქვამენ.
ამასთან, როგორც ბაჩო დოლიძემ "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, მეორე ტური გაცილებით ეფექტური იქნება.
"ჩვენ მზაობას ვაცხადებთ, რომ ვესაუბროთ ჩვენს კოლეგა ოპოზიციურ პარტიებს და აუცილებელია, რომ ერთიანი ძალებით წარვსდგეთ უკვე მეორე ტურში. გაცილებით ეფექტური მეორე ტური გვექნება, ვგულისხმობ საარჩევნო კამპანიას. ვფიქრობ, რომ უარს არ გვეტყვის არც ერთი პოლიტიკურად განწყობილი ძალა და ამ ბრძოლაში შემოგვიერთდება. პირველი პრეცედენტი იქნება, როდესაც მრავალპარტიულობა იმარჯვებს და თბილისს კოალიციური მმართველობა ექნება და ასევე სხვა დიდ ქალაქებს,"- აცხადებს ბაჩო დოლიძე.
ასევე, შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად კონსულტაციები პარტია "საქართველოსთვის" ლიდერთან გიორგი გახარიასთან, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე პასუხობს, რომ გახარიასთან მათი ურთიერთობა საიდუმლო არ არის.
"გახარიასთან ჩვენი ურთიერთობა საიდუმლო არ არის. ბატონი ბიძინას წიაღში აღმოჩენილი პარტია, ჩვენი აზრით შეიძლება მთლად ოპოზიციური ვერ იყოს. არ გვაქვს გახარიასთან ურთიერთობა და ძნელად წარმომიდგენია აღნიშნულ პარტიასთან ურთიერთობა," - აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.