16 ნოემბერი 2024,   15:31
ვრცლად
არ მინდა გახარიას დიდი მნიშვნელობა მივანიჭო, რადგან მასზე ძალიან გაბრაზებული ვარ და იმსახურებს კიდეც ამას - გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებაში" მეორე ტურზე საუბარი იყო, ვინაიდან მათ წინააღმდეგ ბევრი პარტია იბრძოდა ერთად.  თუმცა, ვოლსკი თვლის, რომ ის პროცენტი, რაც მათ აიღეს, სერიოზული გამარჯვებაა. 

"სრული გამარჯვებისთვის ემზადება ყველა, როგორ წარმოგიდგენიათ გვეთქვა, რომ ჩვენ არ გვაქვს იმედი სრული გამარჯვების. პრინციპში, გამარჯვება მნიშვნელოვანია, 47% საკმაოდ სერიოზული უპირატესობაა. ეს ის რესურსია, რომელიც შემდგომ საქმეებს უნდა მოხმარდეს. ეს სერიოზული გამარჯვებაა, რაც შეეხება მეორე ტურებს, ველოდით თუ არა ამას, ამაზე რასაკვირველია იყო საუბარი. განსაკუთრებით, ამდენი პოლიტიკური პარტია რომ შემოვა დაპირისპირებაში და ყველა შენს მიმართ რომ არის აგრესიულად განწყობილი, რთულია,"- აღნიშნავს გიორგი ვოლსკი.

გია ვოლსკიმ გახარიასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასზე ძალოიან გავრაზებული დ გულდაწყვეტილია.

"არ მინდა გახარიას ამხელა მნიშვნელობა მივანიჭო, რადგანაც მე მასზე ძალიან გაბრაზებული ვარ და იმსახურებს კიდეც ამ გულდაწყვეტას. ის შესაძლოა სერიოზული პრეტენზიების ადრესატი გახდეს საზოგადოებისაგან, განსაკუთრებით მათგან, ვინც მას ხმა მისცა. ახლა უკვე ნათელი გახდა, რომ პრაქტიკულად მან თავისი ამოცანა შეასრულა,"- აცხადებს გიორგი ვოლსკი. 

დღის ამბები