16 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
ცნობილია, რომელ პარტიას რამდენი დეპუტატი ეყოლება თბილისის საკრებულოში

თითქმის უკვე სრულად არის გარკვეული, როგორ დაკომპლექტდება საკრებულოები - თბილისში 50 ადგილიდან 28 დეპუტატი მმართველ პარტიას ეყოლება - 9 მაჟორიტარი და 19 პროპორციული სიით შეყვანილი; 13 მანდატი ექნება "ნაციონალურ მოძრაობას", 4 დეპუტატი ეყოლება გიორგი გახარიას პარტიას "საქართველოსთვის", 2 მანდატი ერგო "ლელოს", თითო-თითო დეპუტატით იქნებიან წარმოდგენილი "გირჩი - მეტი თავისუფლება"- და ანა დოლიძის პარტიები. თბილისის საკრებულოში მხოლოდ ერთი მანდატის ბედია გასარკვევი - საბურთალოს ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ვინაობა მეორე ტურში გახდება ცნობილი.

საერთო ჯამში, პროპორციული წესით მმართველმა გუნდმა ამომრჩევლის 46 %-ზე მეტი მხარდაჭერა მიიღო; თითქმის 31 პროცენტი აქვს "ნაციონალურ მოძრაობას"; გახარიას პარტიას ამომრჩევლის, დაახლოებით, 8 პროცენტმა მისცა ხმა, ლელო 2,7 % და ევროპული საქართველო 1,6 %.

დღის ამბები