საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ახალ მიმართვას ავრცელებს მსჯავრდებული ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი. ექსპრეზიდენტი მხარდამჭერებს მიმართავს, რომ "ამაყობს მათით და არ უნდა მოდუნდნენ".
"ძალიან მაგარი შედეგები გვაქვს ამ ბოლო რეფერენდუმზე. ადგილობრივ არჩევნებში ეს მთავრობა ყოველთვის იგებდა უმარტივესად, ზედმეტი დაძაბვაც არ სჭირდებოდათ ხოლმე. ახლა, როცა ეგონათ, რომ საბოლოოდ გატეხეს ხალხი, ყველა დიდ ქალაქში არის მეორე ტური, აქედან რამდენიმეში წინ არის "ნაციონალური მოძრაობა". ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს - არათუ მხოლოდ არ მოვდუნდით, არამედ კიდევ უფრო მეტად ვიბრძოლეთ. "ქოცური" ხელისუფლების დღეები დათვლილია. ვამაყობ თქვენით", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.