"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას პარტიასთან "ქართული ოცნების" თანამშრომლობას გამორიცხავს.
კობახიძე დარწმუნებულია, რომ პარტია "საქართველსთვის" მალე ჩამოიშლება.
"გახარიას პარტიასთან, მოღალატეს პარტიასთან, რა თქმა უნდა, გამორიცხულია თანამშრომლობა, მაგრამ რაც შეეხება მის პოლიტიკურ პარტიას, ის აუცილებლად მოიშლება ერთი მარტივი მიზეზის გამო: ჩვენ ვაანონსებდით, რომ არჩევნების შემდეგ ეს ადამიანი დაემალებოდა საზოგადოებას და თქვენ იცით, რომ მეორე დღეა არჩევნების დასრულების შემდეგ და ის უბრალოდ არ ჩანს, ელემენტარული, მადლობაც არ უთხრა იმ 100 000 ადამიანს, ვინც მის პარტიას დაუჭირა მხარი. ბოლივით აორთქლდა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მან ყველაზე კარგად იცის, რომ ის არის მოღალატე, და პირველ რიგში, საკუთარ თავს ემალება ამ არ გამოჩენით,"-აღნიშნა კობახიძემ.