16 ნოემბერი 2024,   15:24
ვრცლად
"ოცნებამ" საკრებულოებში მოიპოვა მანდატების 66%, ჩვენი გათვლით, მეორე ტურის შემდეგ მაჩვენებელი 68%-მდეც გაიზრდება - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგად საკრებულოს წევრთა მანდატების გადანაწილების მონაცემები წარადგინა, რომლის თანახმად, საქართველოს მასშტაბით მოპოვებული მანდატების 66% "ქართული ოცნება" ფლობს, "ნაციონალური მოძრაობა" მანდატების 25%-ს, ხოლო დანარჩენი პარტია ერთად 9% ფლობენ.

"როგორც მოგეხსენებათ ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პროპორციული და მაჟორიტარული წესით გასანაწილებელი იყო 2 068 მანდატი. აღნიშნული მანდატები პოლიტიკურ პარტიებს შორის შემდეგი სახით განაწილდა:

"ქართული ოცნება" - 1 351 მანდატი,

"ნაციონალური მოძრაობა" - 502 მანდატი,

"საქართველოსთვის" - 109 მანდატი,

"ლელო" - 27 მანდატი,

"ევროპული საქართველო" - 18 მანდატი,

"მესამე ძალა" - 8 მანდატი,

"მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის" - 6 მანდატი,

"პატრიოტთა ალიანსი" - 5 მანდატი,

"ევროპელი-სოციალისტები" - 4 მანდატი,

"ლეიბორისტული პარტია" - 3 მანდატი,

"სახალხო პარტია" - 3 მანდატი,

"პროგრესი და თავისუფლება" - 2 მანდატი,

"ანა დოლიძე ხალხისთვის" - 2 მანდატი,

"მოქალაქეები" - 1 მანდატი,

"გირჩი" - 1 მანდატი,

"გირჩი მეტი თავისუფლება" - 1 მანდატი,

დამოუკიდებელმა დეპუტატებმა მოიპოვეს 2 მანდატი,

საუბარია მთელი ქვეყნის მასშტაბით მოპოვებულ მანდატებზე.

მთლიანობაში "ქართულმა ოცნებამ" საკრებულოებში მოიპოვა მანდატების 66%, ჩვენი გათვლით მეორე ტურის შემდეგ აღნიშნული მაჩვენებელი 68%-მდეც გაიზრდება.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" საკრებულოებში მიიღო მანდატების 25%, ხოლო ყველა სხვა პარტიამ ერთად მანდატების 9%. ასეთია საერთო სურათი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მთლიანობაში, "ქართულმა ოცნებამ" საკრებულოებში უკვე მოიპოვა მანდატების 66%. ჩვენი გათვლით, მეორე ტურის შემდეგ, აღნიშნული მაჩვენებელი 68%-მდეც გაიზრდება.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" საკრებულოებში მიიღო მანდატების 25%, ხოლო ყველა სხვა პარტიამ ერთად - მანდატების 9%. ასეთია საერთო სურათი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

"ქართული ოცნება" ერთპარტიულად ქმნის მყარ უმრავლესობას თითქმის ყველა მუნიციპალურ საკრებულოში. გამონაკლისია რამდენიმე საკრებულო. თუმცა, საბოლოოდ, მყარი უმრავლესობის შექმნა ამ საკრებულოებშიც არ გაგვიჭირდება.

ჩვენს მიერ წარმოდგენილი ციფრები კიდევ ერთხელ ცხადყოფს "ქართული ოცნების" შთამბეჭდავ გამარჯვებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენმა მერობის კანდიდატებმა არჩევნები პირველივე ტურში მოიგეს 44 მუნიციპალიტეტში, ხოლო მეორე ტური მხოლოდ 20 მუნიციპალიტეტში ჩატარდება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ 20-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენი კანდიდატების გამარჯვებაში დარწმუნებული ვართ. შესაბამისად, ჩვენ გავაუმჯობესებთ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგსაც კი, სადაც მაშინ ორ მუნიციპალიტეტში წავაგეთ მერის არჩევნები.

როგორც მოგეხსენებათ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, ჩვენ მოვიგეთ რადიკალური ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ე.წ. რეფერენდუმიც.

ქართველი ამომრჩევლის 47%-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა მყარი ნდობა "ქართული ოცნების" მიმართ. პოლარიზაციისა და ღალატის პირობებში ესოდენ მყარი ლეგიტიმაციის მიღება ცხადყოფს ქართველი ამომრჩევლის ნებას, გაგრძელდეს განვითარება და შენარჩუნდეს მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში.
ქართველმა ხალხმა მყარი უარი უთხრა მოძალადეებსა და მოღალატეებს და ქვეყნის შეუქცევად განვითარებას დაუჭირა მხარი.

30 ოქტომბერს ეს რეფერენდუმი ბოლომდეა მისაყვანი. მას შემდეგ, რაც მეორე ტურშიც კიდევ ერთხელ გავიმარჯვებთ, მომდევნო 3 წლის მანძილზე ჩვენ მოგვეცემა ქვეყანაზე მშვიდად ზრუნვის შესაძლებლობა, რასაც მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოვიყენებთ.

"ნაციონალური მოძრაობა" მოშლილია მისი კრიმინალი ლიდერი კი ციხეში იხდის დამსახურებულ სასჯელს. ეს მოცემულობა იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობას 2024 წლამდე ქართული პოლიტიკური სპექტრის თვისებრივი გაჯანსაღებისათვის.

დასასრულს, კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის. ამ ნდობის გასამართლებლად მაქსიმუმ გავაკეთებთ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები