მიმდინარე წელს, 8 თვეში არის 12 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა. მან მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკის აღდგენა ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომდევნო წელს ინფლაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაიწყებს შემცირებას.
"დოკუმენტის მიხედვით, 2022 წლისთვის მოსალოდნელია მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 6%-ის ოდენობით. ხოლო მომდევნო წლებში საშუალო ზრდა გათვალისწინებულია 5.5%-ის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა დაკორექტირდა საპროგნოზო მაჩვენებელი, რომელიც იყო 7.7% და გაიზარდა 9.5%-მდე.
2022 წლის განახლებული პროგნოზით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები შეადგენს 15 მილიარდ 193.4 მილიონ ლარს და 2021 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა არის 17.6%-იანი. საბიუჯეტო დეფიციტი შეადგენს 4.3%-ს წარდგენილ ვარიანტში და ესეც არის მნიშვნელოვანი შემცირება ბიუჯეტის დეფიციტის,“ - აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი.