ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, გიორგი ხელაშვილი ამბობს, რომ აშშ-ის საელჩოს შეფასებები არასწორია და ის დისონანსშია ოდირის განცხადებასთან.
ამის შესახებ უმრავლესობის წარმომადგენელმა "დღის კურიერში" ისაუბრა.
"ვფიქრობ, რომ აშშ-ის საელჩოს განცხადება დისონანსშია ოდირის განცხადებასთან და ასევე, ევროკავშირის განცხადებასთან, არა შინაარსის, არამედ აქცენტების გამო.
აშშ-ის საელჩოს განცხადება შეიცავს ყველა იმ ნეგატიურ კომენტარს, რომელიც ეხმიანება ეუთოს დასკვნას, მაგრამ მათში არაფერია ნათქვამი იმ დადებითი მომენტების შესახებ, რაც ეუთო/ოდირის დასკვნაში აისახა.
მე ვფიქრობ, რომ არ არის სწორი ეს შეფასებები, ისევე, როგორც არ ვეთანხმები ოდირის კრიტიკას, ძალიან ბევრ რაღაცაში, თუმცა ამას დრო სჭირდება, რომ ყველაფერში გავერკვეთ," - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.