16 ნოემბერი 2024,   15:51
ვრცლად
რაც არ უნდა ცდილობდნენ, რომ შუღლი ჩამოაგდონ ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის, არ გამოუვიდათ და არც არასდროს გამოუვათ - ნიკა მელია

რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე მყოფმა მხარდამჭერებმა და ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმაც აქციის ტერიტორია უკვე დატოვეს. ამ დროისთვის ტერიტორიაზე სცენის დემონტაჟი მიმდინარეობს.

მანამდე, დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში კეთდებოდა პოლიტიკური განცხადებები როგორც არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, ასევე მეორე ტურზე ამომრჩევლის მობილიზებასთან დაკავშირებით.

მთავარი მესიჯი, რაც დღეს აქციაზე გაჟღერდა ეს იყო მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მასსა და მიხეილ სააკაშვილს შორის შუღლის ჩამოგდება არავის გამოუვა.

"გამაგრდით, მაგრად იყავით, მიხეილ სააკაშვილს კი მოკითხვა ჩემგან პირადად. რასაც არ უნდა ცდილობდნენ, რომ შუღლი ჩამოაგდონ ჩემსა და მას შორის, არ გამოუვიდათ არასდროს და არც არასდროს გამოუვათ. პირიქით, ადამიანური, პოლიტიკური, კაცური, მოქალაქეობრივი ვალია და ვალდებულებაა, სანამ ეს ადამიანი აქ არის, ციხეში, მანამდე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლო და ნურავინ ნუ ვიქნებით "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებზე მეტად  მხარდამჭერები," - აცხადებს ნიკა მელია.  

აქციაზე სიტყვით ასევე ხატია დეკანოიძეც გამოვიდა და შეკრებილებს მიხეილ სააკაშვილის მადლობის წერილი გააცნო.

"გამომატანა თქვენთან პატარა წერილი და მინდა მოკლედ ეს წერილი წაგიკითხოთ, მიშასგან, ახლა დაწერილი, საპყრობილეში რამდენიმე წუთის წინ.

"მადლობა ჩემო ძმებო და დებო. მესმის თქვენი ხმა საპყრობილეში და ბრძოლის სურვილს მიათმაგებს. ვაწვებით გამარჯვებამდე"," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები