16 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
გიორგი გახარია არჩევნების მეორე ტურში არცერთ პოლიტიკურ ძალას მხარს არ დაუჭერს

თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შემდეგ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია დღეს პირველად გამოჩნდა.

გახარიამ ბრიფინგი რამდენიმე წუთის წინ გამართა და განაცხადა, რომ ის მეორე ტურში მის მხარდამჭერებს არც "ქართული ოცნების" და არც "ნაციონალური მოძრაობების" მხარდაჭერისკენ არ მოუწოდებს. მიზეზი ყოფილმა პრემიერმა ბრიფინგზევე განმარტა.

"ჩვენ მათ [მხარდამჭერებს] ვერ და არ ვეტყვით, არ მივაყენებთ შეურაცხყოფას, რომ ვუთხრათ რომელიმე მათგანს დაუჭირონ მხარი, მარტივი მიზეზის გამო, ამ ამომრჩეველმა უარი უთხრა რადიკალიზაცია და იმ 2 რადიკალურ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქმნის ილუზიას ერთმანეთთან ბრძოლის და ქვეყანას აბრუნებს წარსულში," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები