შარლ მიშელის განცხადებაზე დილიდან შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ის დებულებები, რაც გათვალისწინებულია დოკუმენტში, აუცილებლად უნდა შესრულდეს.
"ქართული ოცნება" არის ერთადერთი მხარე, რომელიც უხეშად არღვევს შეთანხმებას და ამიტომ უნდა დაუბრუნდეს 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ შეთანხმებას. ეს არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის და და მისი რეპუტაციისთვის," - განაცხადა "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, სერგო ჩიხლაძის განმარტებით, რეფორმები, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტით არის გათვალისწინებული ქვეყანას სჭირდება.
"ამ რეფორმებზე ყველანი ვთანხმდებით, რომ სჭირდება ქვეყანას. არ აქვს მნიშვნელობა ეს მიშელის დოკუმენტში ეწერება, პეტრეს თუ პავლეს დოკუმენტში," - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ და აღნიშნა, რომ მმართველი პარტია საკუთარი სიტყვის ერთგულებით არ გამოირჩევა, შესაბამისად, არსებობს მოლოდინი, რომ ის ამ დოკუმენტს დაუბრუნდეს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი Twitter-ზე წერს, რომ არჩევნების შემდეგ, ახლა მნიშნველოვანია ქვეყანა 19 აპრილის შეთანხმებაში გათვალისწინებულ რეფორმებს დაუბრუნდეს. შარლ მიშელი განმარტავს, რომ განსაკუთრებით მნიშნველოვანია კანონის უზენაესობისა და სასამართლო სფეროს ნაწილი.