16 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
მზად ვიყავით, სასამართლო რეფორმაზე ოპოზიციასთან ერთად გვემუშავა, ეს დაპირება ძალაშია - ირაკლი კობახიძე შარლ მიშელის განცხადებაზე

​"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე შარლ მიშელის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ერთგული რჩება.

"ძირითადად საუბარია ალბათ სასამართლო რეფორმაზე. სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ჩვენ ვთქვით ასეთი რაღაც, რომ მიუხედავად ამ შეთანხმების ხელმოწერისა, 19 აპრილამდე გაკეთდა ეს განცხადება, ჩვენ მზად ვიყავით, რომ სასამართლო რეფორმაზე გვემუშავა ოპოზიციასთან ერთად. შესაბამისად, ეს ჩვენი განცხადება და დაპირება არის ძალაში. ამაზე გვექნება საუბარი, თუ იქნება წარმოდგენილი სათანადო წინადადებები, რა თქმა უნდა, ყველაფერს განვიხილავთ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, შარლ მიშელი მიმართავს ოპოზიციას რომ აღიაროს არჩევნების შედეგები და ჩაერთონ პროცესებში.

შარლ მიშელის განცხადებას სრულად ეთანხმება დავით სერგეენკო. მისი შეფასებით, პროცესი დაწყებულია და ბოლომდე მივა.

დღის ამბები