16 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
მომავალმა მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ ისეთი დანაშაულებები, რასაც ჩადიოდა სააკაშვილი დაუსჯელი არ დარჩება - ნანა კაკაბაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანთა უფლებებისათვის" მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის დაკავებას ეხმაურება. როგორც ნანა კაკაბაძე აღნიშნავს, დანაშაულებრივი სისტემის ორგანიზებისთვის, დამკვიდრებისთვის, დაკანონებისთვის და მფარველობისთვის დამნაშავე მიხეილ სააკაშვილმა პასუხი სამართლებრივად უნდა აგოს.

"მომავალმა მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ ასეთი და მსგავსი დანაშაულებები, რასაც ჩადიოდა მიხეილ სააკაშვილი და მისი "ნაციონალური მოძრაობა", არ დარჩება დაუსჯელი და მისი დაპატიმრება არის სწორედ იმის გამოვლინება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო, გაუძლო ყველანაირ ზეწოლას, გადადგა ნაბიჯი და დღეს აღსრულდა კანონი,"- აცხადებს ნანა კაკაბაძე.

ადვოკატის, გელა ნიკოლეიშვილის თქმით, დანაშაულებრივი სისტემის რაებილიტაცია დაუშვებელია. 

"მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებელ ფიგურას, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს, ის არის სიმბოლო იმ 9 წლიანი მმართველობის, და არამხოლოდ სიმბოლო, არამედ ხელმძღვანელი, ორგანიზატორი იმ სისტემის შექმნის, რომელშიც ქართველ ხალხს 9 წლის განმავლობაში უწევდა ცხოვრება. ამიტომ, ვინაიდან ჩვენ არ გვინდა ამ სისტემის რეაბილიტაცია, და მისი დაბრუნება, ამიტომ მიგვაჩნია, რომ მან პასუხი უნდა აგოს ამ სისტემის შექმნისთვის, ხელმძღვანელობასა და მფარველობისთვის,"- აცხადებს გელა ნიკოლეიშვილი.

დღის ამბები