არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს პარტია "საქართველოსთვის". როგორც გახარიას პარტიის წევრმა ზაზა თავაძემ ქუთაისში განაცხადა, არჩევნებმა უპრეცედენტო დარღვევებით ჩაიარა.
მისი თქმით, ქუთაისში 56 საჩივარი დაიწერა, დღეს კი კიდევ 25 საჩივარი მზადდება. ზაზა თავაძის თქმით, ასევე დიდია ბათილი ბიულეტენების რაოდენობა. პარტია საოლქო კომისიას საჩივრების სამართლიანი გადათვლისკენ მოუწოდებს.
"ქუთაისის 59-ე საარჩევნო ოლქში შეტანილ იქნა 80 საარჩევნო უბნის შედეგების შემაჯამებელ ოქმებზე დაფიქსირებული 56 საჩივარი, მომზადების პროცესში ვართ და დღეს კიდევ შევიტანთ 25 საჩივარს. შესაბამისად, ვითხოვთ უბნების ხელახალ გადათვლას. ვიტოვებთ იმედს, რომ პარტია "საქართველოსთვის" მიერ ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიისადმი,"- აცხადებს თავაძე.