16 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერ მანიფესტაციას აანონსებს

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თბილისში ხალხმრავალ მანიფესტაციას აანონსებს. 

"უახლოეს პერიოდში, დედაქალაქში იქნება ძალიან დიდი აქცია, მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდება ორგანიზება. მთავარი მოთხოვნა მიშა სააკაშვილის გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები იქნება. მიხეილ სააკაშვილი ვერ და არ იქნება ოლიგარქ ივანიშვილის და მისი მოურავების ტყვეობაში დიდხანს, ამაში მინდა დავარწმუნო საზოგადოება და როგორც მან, საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად გადადო ჩვენი ქვეყნისთვის თავი, ახლა არის ჩვენი ჯერი, რომ ადეკვატურად ვიმოქმედოთ და მოგებული არჩევნები გავიფორმოთ ბოლომდე,"-აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი ლევან ხაბეიშვილი.

დღის ამბები