16 ნოემბერი 2024,   16:22
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი დღეს ცოლმა მოინახულა - რა განცხადება გააკეთა ლიზა იასკომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ

ყოფილ პრეზიდენტს სამართალდამცველებმა ხელბორკილები მაშინ დაადეს, როდესაც ის სანზონაში, კონსპირაციულ ბინაში სავარაუდოდ ვახშმობდა. მობილურით გადაღებულ და დღეს გავრცელებულ კადრებში მასპინძელი არ ჩანს და მიხეილ სააკაშვილის დასაკავებლად სახლში გლდანი-ნაძალადევის პოლიციის 5-მდე თანამშრომელი იმყოფება. 

ექსპრეზიდენტი კონსპირაციული ბინიდან სამართალდამცველებმა, პირდაპირ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

დაკავების დღიდან ყოფილი პრეზიდენტის სანახავად ციხეში პერიოდულად თანაგუნდელები შედიან. დღეს ის მისმა მეუღლემ, ლიზა იასკომ მოინახულა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლამდე ვიდეო მიმართვით გააცნო. შეხვედრა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დააახლოებით 2 საათი გაგრძელდა. გამოსვლის შემდეგ უკრაინიდან ჩამოსულმა იასკომ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა, კონკრეტულ კითხვებზე როგორ დატოვა ექსპრეზიდენტმა უკრაინის ტერიტორია, რა გზით შემოვიდა საქართველოში და იცოდა თუ არა მეუღლის გეგმების შესახებ, ლიზა იასკოს მედიისთვის არ განუმარტავს. თქვა მხოლოდ ის, რომ სააკაშვილი მალე უნდა გათავისუფლდეს.

სამართლებრივ ბრძოლას იწყებენ ყოფილი პრეზიდენტის ინტერესების დამცველები. ადვოკატებმა სააკაშვილი დღესაც მოინახულეს. უფლებადამცველები ამბობენ, რომ ყველა ბრალდება უსაფუძვლოა.

ბრალდებები დღეს კიდევ ერთხელ წაუყენეს ყოფილ პრეზიდენტს იმ ოჯახების წევრებმა, რომელთა ტრაგედიებიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდს უკავშირდება. დაზარალებულებს იმედი აქვთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი, სასჯელს კანონის სრული სიმკაცრით მოიხდის, წინააღმდეგ შემთხევაში კი მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.

მსჯავრდებული პრეზიდენტის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვენ "ყოფილი პოლიტპატიმრებიც", დანაშაულებრივი სისტემის დამკვიდრება, დაკანონება და მფარველობა - ეს ის ბრალდებებია, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციას მიხეილ სააკაშვილის მიმართ აქვს.

ყოფილი პრეზიდენტი რამდენიმე საქმეში მსჯავრდებული, რამდენიმეში კი ბრალდებულია. 2018 წელს მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პოლიციელების შეწყალებისა და ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ,ასევე ექსპრეზიდენტს ბრალი აქვს წარდგენილი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაზე, 7 ნოემბრის აქციის დარბევასა და იმედში შეჭრის საქმეებზე. 

დღის ამბები