20 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
"ფეისბუქის" გათიშვის დროს ტელეგრამის მომხმარებელთა რიცხვი 70 მილიონით გაიზარდა
"ფეისბუქის" გათიშვის დროს ტელეგრამის მომხმარებელთა რიცხვი 70 მილიონით გაიზარდა - აღნიშნულ ინფორმაციას "ტელეგრამის" დამფუძნებელი ავრცელებს.
 
როგორც პაველ დუროვი ამბობს, რამდენიმე მილიონი ადამიანი ”ტელეგრამზე” დარეგისტიტრებას ერთდროულად ცდილობდა.
 
მომხმარებელთა უპრეცედენტო ნაკადს სოციალური ქსელი წარმატებით გაუმკლავდა და შეფერხების გარეშე იმუშავა.
 
შეგახსენებთ, ორი დღის წინ ”ფეისბუქის” კომპანიაში ხარვეზი დაფიქსირდა, რის გამოც "ფეისბუქ" გვერდმა, "მესენჯერმა", "ინსტაგრამმა" და "ვოთსაპმა" 6 საათის განმავლობაში ფუნქციონირება შეწყვიტა.
დღის ამბები