საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, ექსპრეზიდენტთან მნახველებს შეუძლიათ შესვლა, თუმცა პენიტენციური სისტემის წესებით გათვალისწინებული რაოდენობით.
როგორც კახა კუჭავა განმარტავს, მნახველებს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე უარს არ უებნებიან, თუმცა მათი რაოდენობა დღიურად გაკონტროლდება.
კახა კუჭავამ ამ განცხადებით ოპოზიციონერ დეპუტატებს უპასუხა, სადაც ისინი ამბობენ, რომ არ ეძლევათ საშუალება შევიდნენ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ყოფილი პრეზიდენტი მოინახულონ, ამისთვის კი სპეციალურ საშვს პარლამენტის თავმჯდომარისგან ელოდებიან.
"საუბარი არის პენიტენციალურ სისტემაზე და ესე რაოდენობა, რამდენიც მათ უნდათ დღეში, 10-15 თუ უფრო მეტი ადამიანის შესვლა, ფიზიკურად შეუძლებელია. სადაც უკვე მე ვწყვეტ, რა რაოდენობით შევლენ, გამომდინარე იმ უსაფრთხოების ზომებიდან და პენიტენციალური სისტემის წესებიდან. ამიტომ, უარს არც ვაპირებ რომ ვინმეს ვუთხრა, მაგრამ ნამდვილად გაკონტროლდება ზომიერება დღეში მნახველების და მსურველების, ვისაც უნდა რომ შევიდეს. ფაქტი ერთია, რომ არ არის არანაირი შეზღუდვა. ვხედავთ კიდეც, რომ ადვოკატი ნებისმიერ დროს შედის, თუ არ ვცდები, ოჯახის წევრებიც. ამიტომ, ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ვინმეს რამე ეზღუდება. ნუ აქვს ნურავის მოლოდინი, რომ დღეში შეძლებს ყველა, ვისაც სურვილი აქვს, შესვლას. ეს გამორიცხულია. აქ საუბარი არის პენიტენციალურ დაწესებულებაზე და არა რაღაც სასტუმროზე, სადაც შეუძლიათ ისაუბრონ,“ - აცხადებს კახა კუჭავა.