საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ კიევიდან შეაფასა. კახა კუჭავას თქმით, არჩევნებზე კითხვის ნიშანი არ ჩნდება ლეგიტიმაციასთან დაკაშვირებით.
"ზედმეტი კითხვის ნიშანი არ უნდა დაისვას, რომ პოლარიზებული იყო გარემო. ამაზე ვსაუბრობდით ჩვენც. მოხდა თუ არ მოხდა, ამის შეფასება თითოეულ ადამიანს შეუძლია მოახდინოს. ფაქტია, რომ ევოპარლამენტარების კომენტარები და არა მხოლოდ მათი, საერთაშორისო დამკვირვებლები, ყველა ძალიან კმაყოფილია იმ პროცესით, რომლითაც მიმდინარეობდა არჩევნების დღე.
იქნება გარკვეულწილად კრიტიკაც, ჩვენ ეს კრიტიკა გვახსოვს შარშანაც, მაშინაც ვთქვით, რომ ჩვენ შევასრულებდით ყველა იმ რეკომენდაციას, რომ ხარვეზები აღმოფხვრილიყო შემდეგი არჩევნებისთვის. მზად ვართ იგივე პროცესისთვის, თუმცა არც წინ და არც ამ არჩევნებზე კითხვის ნიშანი არ ჩნდება ლეგიტიმაციასთან, არამედ ყველა აღნიშნავს, თუ რა სამართლიან გარემოში ჩატარდა არჩევნები,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა.