16 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
მეორე ტურზე მიღებული შედეგი იქნება კიდევ უფრო შთამბეჭდავი "ქართული ოცნების" და ქართველი ხალხის სასარგებლოდ - რატი იონათამიშვილი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" გამარჯვება 64-ვე მუნიციპალიტეტში მოიპოვა. როგორც იონათამიშვილმა "დღის კურიერში" აღნიშნა, ის, რომ 64-დან მხოლოდ 20 მუნიციპალიტეტში არის მეორე ტური დანიშნული, არის ძალიან დიდი გამარჯვება. 

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის დამაჯერებელი უპირატესობა, რაც აქვს "ქართულ ოცნებას". ცხადია, ჩვენ შეიძლება უფრო მეტის მოლოდინიც გვქონოდა, ყოველთვის ვინც ოპტიმისტური განწყობით ვართ ხვალინდელ დღეზე მუდმივად და ამას გვიმყარებს კონკრეტული გადაწყვეტილებები და კონკრეტული საქმეები, ყოველთვის მაქსიმალურ მიზანს ვუწესებთ საკუთარ თავს, მაგრამ გულწრფელები რომ ვიყოთ და რეალურად რომ შევხედოთ ამ ყველაფერს, ის უპირატესობა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა 64-ვე მუნიციპალიტეტში, მხოლოდ 20 მუნიციპალიტეტში არის მეორე ტური დანიშნული, ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება და ძალიან დიდი წარმატება "ქართული ოცნების" და ჩვენი მოქალაქეების, რაც არის ჩვენთვის დამატებითი პასუხისმგებლობა და მეორე ტურზე მიღებული შედეგი იქნება კიდევ უფრო შთამბეჭდავი "ქართული ოცნების" და ქართველი ხალხის სასარგებლოდ,"- განაცხადა იონათამიშვილმა.

დღის ამბები