ევროპარლამენტი არჩევნების მე-2 ტურის წინ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, პარტიის ინტერესებზე წინ ქვეყნის ინტერესი დააყენონ.
განცხადებაში წერია, რომ ევროპარლამენტი მზად არის, საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა გააგრძელოს, მათ შორის დემოკრატიის მხარდამჭერი საქმიანობის კუთხით.
"საარჩევნო სამართლებრივი ჩარჩო კიდევ უფრო მეტად უნდა გაუმჯობესდეს, გათვალისწინებული უნდა იქნას ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება კამპანიის დაფინანსებას, დავების გადაწყვეტას და საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენებას. ასევე, აუცილებელია პოლიტიკაში ქართველი ქალების არასაკმარისი წარმომადგენლობის საკითხის გადაჭრა,
არჩევნების მე-2 ტურის წინ, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და პოლიტიკურ პარტიებს, დაასრულონ ბოროტად გამოყენების შემთხვევები, რაც პირველი ტურის დროს დაფიქსირდა.
და ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიმედოვნებთ, პოლიტიკური კლასი პასუხისმგებლობასა და სიმწიფეს გამოიჩენს. მათ პარტიის ინტერესებზე წინ ქვეყნის ინტერესი უნდა დააყენონ, დაპირისპირების ფურცელი უნდა გადაშალონ ერთხელ და სამუდამოდ და ძალიან საჭირო რეფორმები განახორციელონ.
ევროპარლამენტი მზად არის, საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა გააგრძელოს, მათ შორის დემოკრატიის მხარდამჭერი საქმიანობის კუთხით, იმ პირობით, რომ ჩვენი ქართველი კოლეგები მზადყოფნას გამოთქვამენ კონსტრუქციულად ჩაერთონ ასეთ საქმიანობაში," - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.