16 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
რა შედეგით დასრულდა ისნის საოლქო კომისიაში ხმების გადათვლის პროცესი - ცესკოს თავმჯდომარის განმარტება 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, "ღამის კურიერის" ეთერში, ისნის #5 საოლქო კომისიაში ხმების გადათვლის პროცედურის შესახებ ისაუბრა, რომლის პარალელურადაც, ცოტა ხნის წინ ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების ხმაურიანი აქცია მიმდინარეობდა

რა შედეგით დასრულდა გადათვლის პროცესი:

"ისნის კომისიაში დასრულდა საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა, სადაც ზუსტად განიხილებოდა იმ 2 საარჩევნო საუბნო კომისიის შედეგებთან მიმართებაში წარდგენილი საჩივრები. ხელმოწერების რაოდენობის ჭრილში ზუსტად აღმოჩნდა იმდენი ხელმოწერა, რამდენიც უნდა ყოფილიყო და რაც სწორია. ხოლო, მეორე უბნის შემთხვევაში, სუბიექტი, რომელიც ითხოვდა და საუბრობდა, რომ თითქოს გარკვეული მეტობით იყო ხმები მიღებული, აღმოჩნდა რომ მოხდა ხმების ჩამოკლება, რაც გამოსწორდა. 

მინდა გულწრფელად ვთქვა, რომ გადათვლის შემდეგ, კონკრეტული ერთი სუბიექტის ხმების გადათვლისას აღმოჩნდა, რომ მას უფრო ნაკლები ხმები ჰქონდა, რაც შესაბამისი გადაწყვეტილებით გასწორდება,"- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა

დღის ამბები