16 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
მონტენეგროს პრეზიდენტი საქართველოშია

მონტენეგროს პრეზიდენტი, მილო ჯუკანოვიჩი საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. დახვედრის ოფიციალური ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მონტენეგროს პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან.

ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის, ასევე, გაიმართება გაფართოებული ფორმატის შეხვედრა. ამასთან, მონტენეგროს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

მილო ჯუკანოვიჩი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს და საპატიო წიგნში ჩანაწერს გააკეთებს.

დღის ამბები