16 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
ენმ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას პოლიტიკურ აქტად მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ პოლიტიკური დევნილი ქვეყანას ლეგალურად ვერ გადმოკვეთდა

მარინა კალიურანდის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს აფასებენ ქართველი კანონმდებლებიც.

"ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას პოლიტიკურ აქტად მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ პოლიტიკური დევნილი ქვეყანას ლეგალურად ვერ გადმოკვეთდა.

ენმ-ის წევრის ნიკა ობოლაძის თქმით, საუბარი იმაზე, თუ როგორ გაიარა მიხეილ სააკაშვილმა პასპორტკონტროლი მაშინ, როდესაც ის მშვიდობიანად ჩაბარდა სამართალდამცავებს, არის არასერიოზული. ნიკა ობოლაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტდევნილი.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა​ ქვეყანაში უკანონო შემოსვლით სამართლის ნორმები უგულებელყო.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილს სწორი აღქმა არა აქვს საქართველოში არსებული მდგომარეობის და სამწუხაროა, რომ ამის შეხსენება მისთვის და მისი მომხრეებისთვის ხშირად უწევთ.

"ხშირად სჭირდება შეხსენება, რომ ის არ ცხოვრობს 2002-2003 წლების საქართველოში. მას რატომღაც განცდა აქვს, რომ აქვს უფლება უფრო მაღლა დადგეს ვიდრე სამართლებრივი უფლებები," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები