საქართველო, უკვე მეოთხედ, ნატოს სამხედრო კომიტეტს ახალი თავმჯდომარის, ადმირალ ბაუერის მეთაურობით მასპინძლობს.
მხარეების შეფასებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატოს მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია მუგრისი აცხადებს, რომ ნატო საქართველოს ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია.
"ეს მნიშვნელოვანი ვიზიტია, რომელიც 2019 წლის შემდეგ პირველად შედგა. საქათველოსა და ნატოს შორის უმნიშვნელოვანესი დიალოგები მიმდინარეობს. უნდა ტრანსფორმირდეს საქართველოს არმია, მნიშვნელოვანია თავდაცვის საკითხები,"-აცხადებს მუგრისი.