16 ნოემბერი 2024,   15:47
ვრცლად
ყველა ოპოზიციური პარტიის მთავარი ამოცანაა, მოვითხოვოთ და მივაღწიოთ თბილისში უბნების გადათვლა - ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარიამ, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. "დროას" ლიდერმა ისაუბრa დაკარგულ ხმებზე, რომელიც გადათვლის შემდეგ აღმოაჩინეს.

ელენე ხოშტარია ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან მოითხოვს თბილისში შედეგების გადათვლას. პარტიამ ამ დროისთვის 200-მდე უბნის გადათვლაზე შეიტანა საჩივარი.

"საქართველოში ლოტოტრონით გადათვლის შედეგად 34%-ში შეიცვალა სურათი. ანუ, რეალურად, თუ ჩვენ გადავთვლით თბილისში უბნებს, რადიკალურად შეიცვლება პოლიტიკური სურათი, იმიტომ რომ ჩვენ მეორე ტურებში გავალთ საკრებულოში ოპოზიციის უმრავლესობით. დღეს მთავარი ამოცანა ყველა ოპოზიციური პარტიის, არის მოვითხოვოთ და მივაღწიოთ თბილისში უბნების გადათვლა, რაც გვაქვს სრულიად დასაბუთებული ყველა საჩივრით, რომელიც აქვთ შეტანილი ოპოზიციურ პარტიებს,“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.

დღის ამბები