16 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
"ქართული ოცნება" და მათთან დაკავშირებული პირები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს "ნაცმოძრაობაში" განხეთქილებაა - ლევან ბეჟაშვილი

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ პარტიაში ლიდერთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს.

"პარტიის ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც ჩვენი მერობის კანდიდატია თბილისში, სადაც ყველაზე დიდი ელექტორატი ირჩევს მერს. "ნაციონალური მოძრაობა" არის ერთიანი გუნდი, ბუნებრივია, ბევრ საკითხთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, ამით გამოირჩევა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სხვა პარტიებისგან.

მთელი ამ 9 წლის განმავლობაში "ქართული ოცნება" და მათთან დაკავშირებული პირები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს "ნაციონალურ მოძრაობაში" განხეთქილებაა. პარტიას ტოვებდნენ ცალკეული პოლიტიკური ლიდერები, მაგრამ იდეა ქვეყნის რეფორმირების, ქვეყნის თავისუფლების, ქვეყნის პროდასავლური კურსი არის ურყევი და ამ იდეის გარშემოა შეკრებილი მრავალათასიანი მხარდამჭერი,"-აღნიშნა "დღის კურიერში" ლევან ბეჟაშვილმა. 

დღის ამბები