პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილთან მიმართებაში ყველა პროცედურა არის კანონით გაწერილი და კანონიდან არავის გადაუხვევია.
"კანონით არის გაწერილი ყველა პროცედურა, არავის არაფერში კანონიდან არ გადაუხვევია. ვფიქრობ, რომ კანონდამცველები ყველა წესს და რეგულაციას შეასრულებენ.
მე ძალიან მიჭირს დავიჯერო, რომ მას ლეიბი არ აქვს. ძნელი წარმოსადგენია, რომ შიშველ იატაკზე იწვეს სააკაშვილი. ტელევიზორის ყიდვა კი მისთვის არავის დაუშლია. პოლიტიკური პასუხისმგებლობა კი მთლიანად ენმ-ზეა ახლა,"-აცხადებს გიორგი ხელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რაც მათი თქმით ყოფილ პრეზიდენტს აქვს ციხეში. მათი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს არ აქვს ლეიბი და ტელევიზორი.