16 ნოემბერი 2024,   15:55
ვრცლად
მონტენეგროს პრეზიდენტი დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პირისპირ შეხვდება

მონტენეგროს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი გრძელდება. მილო ჯუკანოვიჩი დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პირისპირ შეხვდება, შემდეგ კი გაფართოებული შეხვედრა გაიმართება.

მონტენეგროს პრეზიდენტი თბილისს გუშინ ეწვია. მას პრეზიდენტის სასახლეში ქართველმა კოლეგამ უკვე უმასპინძლა. შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციაც გაიმართა. ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში მონტენეგროს პრეზიდენტი საქართველოს პირველად სტუმრობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები