საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების რიგით მე-14 საანგარიშო-საარჩევნო ყრილობამ თავმჯდომარედ ისევ ირაკლი პეტრიაშვილი აირჩია.
ეს პეტრიაშვილის მეხუთე ვადით არჩევა და თავმჯდომარეობის მეთექვსმეტე წელია. ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, პროფკავშირი წელს დასაქმებულთა უფლებებისა და ინტერესებისთვის ძირეულ რეფორმას გეგმავს.