16 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
საქართველო როგორც ტრანსკონტინენტული აქტორი - რას მოიცავს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ოქმი, რომელიც თურქეთში გაფორმდა

თურქეთში ტრანსკასპიური მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის დელეგაციების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა, სადაც ე.წ. "შუა დერეფნის" განვითარების საკითხები განიხილეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერა ერთობლივ ოქმს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის შესახებ. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, სატესტო რეჟიმში მომუშავე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე, 2021 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში, 56-ტ პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.

მინისტერიალზე ნათია თურნავა სიტყვით გამოვიდა, სადაც ქვეყნებს შორის რეგიონალური სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების როლსა და საჭიროებაზე ისაუბრა. მან აქცენტი გააკეთა, საქართველოს, როგორც ტრანსკონტინენტული აქტორის მნიშვნელობაზე.

"საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან ერთად აგრძელებს აღნიშნული სატრანსპორტო მარშრუტების ეფექტურობისა და მდგრადობის კიდევ უფრო გაუმჯობესებას. საქართველოს გავლით ტვირთების მოცულობის ზრდა აშკარად მიუთითებს ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ზრდის პოტენციალზე. COVID-19-ის დროსაც კი ჩვენ შევძელით ჩვენი მარშრუტების ფუნქციონირების და ზრდის ტენდენციის შენარჩუნება,"- აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ეკონომიკის მინისტრმა კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ამ მიმართულებით არსებულ გეგმებზეც.

დღის ამბები