ბრიტანეთმა საქართველო პანდემიის გამო შემოღებული ე.წ წითელი სიიდან ამოიღო. 11 ოქტომბრიდან გაერთიანებულმა სამეფოში საქართველოდან და კიდევ 46 ქვეყნიდან ჩასულ პირებს კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ, მათ გამგზავრებამდე 2 დღით ადრე მხოლოდ PCR ტესტის ჩატარება დასჭირდებათ.
დიდი ბრიტანეთის "წითელ სიაში" 7 ქვეყანა რჩება. მთავრობა მოგზაურობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს სამ კვირაში ერთხელ განიხილავს. მომდევნო განახლება 28 ოქტომბერს გამოცხადდება.