პროტესტი რუსთავის ციხესთან დაკავებებით დასრულდა - სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს.
სასჯელაღსრულების #12 დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეკრებილებმა ციხის კედლებზე საპროტესტო წარწერების დატოვება სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. ამის შემდეგ კი სამართალდამცველებმა რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.
დაკავებულები არიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზვიად კუპრავა, ასევე ლაშა ცუცქირიძე და ჯიმი დელიბაშვილი.