"ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდში აქციას გამართავს, საპროტესტო შეკრება პარტიის თავმჯდომარემ დააანონსა და გადაწყვეტილება საოლქო კომისიაში განვითარებული პროცესებით ახსნა.
ოპოზიცია კომისიას ხმების წართმევაში ადანაშაულებს. საქმე ეხება გუშინდელ პროცესებს, რა დროსაც რამდენიმე უბანზე ბიულეტენების გადათვლის შედეგად, ზუგდიდის საკრებულოში "ნაციონალურმა მოძრაობამ" გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა.
ოპოზიცია უკვე უპასუხეს "ქართულ ოცნებაში".
"გუშინდელმა ხმის გადათვლის პროცესმა დაასრულა "ნაციონალური მოძრაობის" ნაადრევი სიხარული და მათი ყალბი რეალობა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში უმრავლესობის მოპოვებასთან დაკავშირებით. ამ ფაქტს ადასტურებს გადათვლის პროცესი. არის ხარვეზები, არ ვიცი წინასწარ განზრახული თუ ადამიანური ფაქტორებიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე საეჭვო უბნებზე ჩვენ მიერ გასაჩივრება და ბათილი ხმების გადათვლა მოხდა,"- აცხადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" მამუკა წოწერია.