16 ნოემბერი 2024,   15:58
ვრცლად
"არსებობს ბევრი ვერსია და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა კითხვას გავცემთ პასუხს" - პრემიერი ბათუმში მომხდარი შემთხვევის შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში ჩავიდა, სადაც 7-სართულიანი კორპუსი ჩამოინგრა. პრემიერი სამაშველო ოპერაციას პირადად გაეცნო და მედიასთან მომხდარის შესახებ ისაუბრა.

როგორც ის ამბობს, მაშველები ტერიტორიის გაწმენდისა და ადამიანების გამოყვანისთვის ყველაფერს აკეთებენ. 

"ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა. მაშველები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დროულად გაწმინდონ ტერიტორია და არსებული ინფორმაციით, იქ არის დაახლოებით 15 ადამიანამდე მოყოლილი და მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დროულად მოხდეს სიტუაციის დარეგულირება. დაახლოებით, 300 მაშველი მუშაობს ადგილზე, ყველა საშუალება აქვთ მათ და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. გამოძიება მუშაობს და დაადგენს ყველაფერს, არსებობს ბევრი ვერსია და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა კითხვას გავცემთ პასუხს.

მე მოვისმინე შინაგან საქმეთა მინისტრისგან ვერსიები, ამის თაობაზე მანაც განაცხადა საჯაროდ, თუმცა წინასწარ არ მინდა რაიმე დასკვნის გაკეთება. ჯობია დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და პირველ რიგში უნდა ვილოცოთ, რომ ეს ადამიანების გამოვიდნენ ცოცხლები," - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. 

დღის ამბები