16 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნანგრევებში ახლა უკვე 3 ადამიანს ვეძებთ - ვახტანგ გომელაური

საქართველოს შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ნანგრევებში ახლა უკვე 3 ადამიანს ეძებენ. 

"მთელი ღამე ვიმუშავეთ, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მაშველებს და ყველა ადამიანს, ვინც ჩართული იყო სამუშაოებში. სამწუხაროდ 5 გარდაცვლილი ადამიანი იქნა ნანახი, რომლებიც პროზექტურაში გადაასვენეს. დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნანგრევებში ახლა უკვე 3 ადამიანს ვეძებთ.

საქმეზე პასუხისგებაში 3 ადამიანი მივეცით, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც შენობის პირველ სართულზე სამუშაოებს აწარმოებდნენ. უკვე სასამართლო დაადგენს ეს მათი ბრალეულობა იყო თუ არა. გამოძიება ყველა მიმართულებით მიდის. შესაძლოა დასაკავებელ პირთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს. 

სამაშველო სამსახურები ფაქტობრივად ხელით მუშაობენ, რომ ვინმე არ დააზიანონ,"-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა 

შს მინისტრი შემთხვევის ადგილზე გუშინ ჩავიდა და ის ამ დრომდე ბათუმში რჩება. 

დღის ამბები