ადვოკატთა ასოციაციის 10-მდე წევრი, მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს და პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტის მიმართ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელებას ითხოვს.
10-მდე ადვოკატმა ერთობლივი განცხადება გააკეთა და სპეციალური პეტიციაც შექმნა.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს.
"შემაშფოთებელია ის არაერთი გარემოება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საქმის მიმართაა. მისი საქმის მიმართ არსებული პოლიტიკური ინტერესი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქმის სამართლებლივ მდგენელზე,"- აცხადებს გიორგი ფანცულაია.