16 ნოემბერი 2024,   15:54
ვრცლად
ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა, ყველას საერთო ტკივილია, ღონისძიება, რომელიც თბილისობის აღსანიშნავად უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდება - კახა კალაძე

ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ამ მძიმე წუთებში თბილისი დგას ბათუმის გვერდით. მისივე ინფორმაციით, ღონისძიება, რომელიც სატელევიზიო ფორმატით თბილისობის აღსანიშნავად უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდება.

"ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა, ყველას საერთო ტკივილია. თბილისი არის ქალაქი, რომელმაც არაერთხელ აჩვენა გაჭირვების დროს გვერდით დგომისა და სოლიდარობის მაგალითი.

დღესაც, ამ მძიმე წუთებში, თბილისი დგას ბათუმის გვერდით. ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ღონისძიება, რომელიც სატელევიზიო ფორმატით თბილისობის აღსანიშნავად უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდება. გამოყოფილი თანხა კი გადაირიცხება ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში,"- წერს კახა კალაძე. 

დღის ამბები