16 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, სომხეთი საქართველოს სამძიმარს უცხადებს

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, სომხეთი საქართველოს უსამძიმრებს. 

ქვეყნის საგარეო უწყება გავრცელებულ განცხადებაში დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს და აცხადებს რომ სომხეთი მეგობარი საქართველოს გვერდით დგას.

"დამწუხრებული ვართ ბათუმში, საცხოვრებელი შენობის ჩამონგრევის გამო. გარდაცვლილების ოჯახებს გულწრფელად ვუსამძიმრებთ, დაშავებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. 

სომხეთი მეგობარი ქართველი ხალხის გვერდით დგას,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

გუშინ მომხდარ ტრაგედიას უკვე 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - მათ შორის არიან ბავშვები. ბათუმში, 26 მაისის ქუჩისკენ ახლა მთელი საქართველოს ყურადღებაა მიმართული. მაშველები კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ, თუმცა არ არის გამორიცხული, ნანგრევებში იყვნენ სხვებიც.

დღის ამბები