სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულ ადამიანთა გამო, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სამძიმარს უცხადებს.
"ძვირფასო ბატონო პრემიერ-მინისტრო, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა სამძიმარი ბათუმში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო, რომელმაც ადამიანების სიკვდილი გამოიწვია. გთხოვთ, გადასცეთ ჩემი სამძიმარი დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ყველა დაზარალებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა. კორპუსი 3 სადარბაზოსგან შედგებოდა, ჩამონგრეულია 1 სადარბაზო. აღნიშნულ კორპუსში 12 ოჯახი ცხოვრობდა. ნგრევა გუშინ, დღის დაახლოებით 12 საათზე მოხდა.
მაშველები ნანგრევებში დღეს დილიდან კიდევ 1 მოქალქეს ეძებდნენ.
ტრაგედიას ამ დროის მონაცემებით, 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.