16 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
მთავარი არის ადამიანის სიცოცხლე, ეს უმძიმესი ტრაგედიაა ჩემთვის - თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის მეთაურის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, შემზარავი ტრაგედიის მიზეზებს, გამოძიება გასცემს პასუხს, მათ ოჯახებს კი ვინც გარდაიცვალა, უყურადღებოდ არავინ დატოვებს. 

"მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახს, ეს უმძიმესი ტრაგედიაა ამ ქალაქისთვის, ქვეყნისთვის და პირადად ჩემთვის. მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ მაშველს და შს მინისტრს, რომელიც 2 დღის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდა და პირადად ხელმძღვანელობდა საქმეს. 

ამ შემზარავი ტრაგედიის მიზეზებს, გამოძიება გასცემს პასუხს. თუკი არსებობს რაიმე ფაქტი, სადაც ნებისმიერმა მოხელემ არ შეასრულა კანონით დაკისრებული ვალდებულება, რა თქმა უნდა, ყველას მიმართ დადგება პასუხისგება. 

მთავარი არის ადამიანის სიცოცხლე და გუშინაც და დღესაც ეს სამაშველო ოპერაცია მიზნად ისახავდა მეტი ადამიანის გადარჩენას. ადგილზე მოხდება შესაბამისი სპეციალისტების მობილიზება და ისინი შეაფასებენ აქ არსებული სახლების უსაფრთხოებას, ამის შემდეგ კი გადაწყვეტილებას მიიღებენ. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიგლოვოთ ის ადამიანები, ვინც დაგვაკლდა და ყველაფერი გავაკეთოთ მათი ოჯახებისთვის, მათ უყურადღებოდ არავინ დატოვებს,"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი შენობა ჩამოინგრა. კორპუსი 3 სადარბაზოსგან შედგებოდა, ჩამონგრეულია 1 სადარბაზო. აღნიშნულ კორპუსში 12 ოჯახი ცხოვრობდა. ნგრევა გუშინ, დღის, დაახლოებით, 12 საათზე მოხდა.

ტრაგედიას, ამ დროის მონაცემებით, 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები