ზუგდიდში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აქციას მართავს. პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები 67-ე საოლქო კომისიასთან მსვლელობით მივიდნენ. აქციაზე, რომელიც ბათუმში დაღუპულთა პატივის მისაგებად წუთიერი დუმილით დაიწყო, იმყოფება მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაც.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა ბიულეტინების ობიექტურად გადათვლაა, რადგან, მათივე თქმით, საკრებულოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს მანდატი გაუბათილეს.
ამასთან, აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაც არის. საოლქო კომისიასთან მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.