21 მაისი 2024,   04:13
ვრცლად
ჩინეთისა და ტაივანის გაერთიანება მშვიდობიანად უნდა განხორციელდეს - ჩინეთის პრეზიდენტი

ჩინეთისა და ტაივანის გაერთიანება მშვიდობიანად უნდა განხორციელდეს - აღნიშნული განცხადება სი ძინპინმა ჩინეთის რევოლუციის 110 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც ჩინეთის პრეზიდენტი ამბობს, ტაივანის მშვიდობიანი გაერთიანება ჩინეთისა და ტაივანელი თანამემამულეების საერთო ინტერესებში შედის.

აღნიშნულ განცხადებას ტაივანში გამოეხმაურნენ, სადაც ამბობენ, რომ ტაივანის მომავალს მხოლოდ ტაივანელი ხალხი განსაზღვრავს.

ჩინეთსა და ტაივანს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტაივანის საჰაერო სივრცე ჩინეთის თვითმფრინავებმა დაარღვიეს. როგორც ტაივანის თავდაცვის მინისტრი ამბობს, ჩინეთსა და ტაივანს შორის მსგავსი დაძაბულობა 40 წლის განმავლობაში არ ყოფილა.


დღის ამბები