16 ნოემბერი 2024,   15:58
ვრცლად
"არა შერჩევით სამართალს, არა კორუფციას" - რუსთაველზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება. სააკაშვილის მხარდასაჭერად და მისი პატიმრობის გასაპროტესტებლად აქტივისტები რუსთაველის გამზირზე თაკო ჩარკვიანის და მისი შექმნილი მოძრაობის ორგანიზებით შეიკრიბნენ. 

"რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტი არამც და არამც არ უნდა გაასამართლოს რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებამ, ეს გადაბმულია. მოდით, გავაკეთოთ რეფორმები, რომლითაც პირისაგან მიწისა უნდა აღვგავოთ კორუფცია და შესაბამისად, ნორმალურმა მართლმსაჯულებამ განიხილოს ყველა საქმე ამ ქვეყნად. არა შერჩევით სამართალს, არა კორუფციას, რომელმაც, პრაქტიკულად ჩამოშალა ჩვენი სახელმწიფო,"- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. 

დღის ამბები