თაკო ჩარკვიანის მიერ ინიცირებულ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას დღეს სხვა ოპოზიციური პარტიები, მათ შორის არც პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლება" ოფიციალურად არ უერთდება, თუმცა პარტიაში აცხადებენ, რომ მათი მხარდამჭერები ინდივიდუალურად გადაწყვეტენ, მიიღონ თუ არა დემონსტრაციაში მონაწილეობა.
"პარტია, როგორც ასეთი, "გირჩი" არ უერთდება, თუმცა მხარდამჭერები, წევრები, თვითონ ინდივიდუალურად გადაწყვეტენ შეუერთდნენ თუ არა ამ აქციას. თამარ ჩარკვიანი არის პოლიტიკურად ბეცი, მორალის არმქონე ადამიანი. მიშაზე მეტი მიშისტია ხოლმე როცა სჭირდება, სწორედ ეგ არის ის პოლიტიკური სუბიექტი, რომლის მთელი პოლიტიკური კაპიტალი დგას მიხეილ სააკაშვილის დავალებების შესრულებაზე,"- აცხადებს პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლება" წევრი ცოტნე კობერიძე.