"როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს" - ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
პრემიერის ინფორმაციით, მე-3 პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს საკმაოდ კვალიფიციური ექიმები აკვირდებიან.
"სრული პასუხისმგებლობით გიზიარებთ ამ ინფორმაციას, რომ ეს ცირკი და შოუ, რაც ვიხილეთ ჩვენ და რაც მიმდინარეობს ამ დღეების განმავლობაში რა თქმა უნდა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს, ეს არის პირადად პატიმარი სააკაშვილის დავალება, რომ მეორე ტურამდე, იციან, რომ მეორე ტურებშიც ყველგან დამარცხდებიან რა თქმა უნდა, რაიმენაირად ტემპერატურა აწიონ და საზოგადოებას მოაჩვენონ ისე თითქოს პატიმარი სააკაშვილი არის მძიმედ ავად.
მე არ ვამბობ ამას, ამას ამბობს შესაბამისი სამსახური, რომელმაც გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ ყოველდღიურად დღეში რამდენჯერმე მის მდგომარეობას აკვირდებიან ძალიან კვალიფიციური ექიმები, აკონტროლებენ მის ჯანმრთელობას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი.
ამას გარდა, როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს, ამასაც სრული პასუხისმგებლობით გიცხადებთ.
შესაბამისმა სამსახურმა ამის თაობაზე ინფორმაციაც გაავრცელა, მან საკუთარი საკრედიტო ბანკის ბარათით პირადად იყიდა, გეცინებათ თქვენც, 7 კოლოფი თაფლი და ნახევარი კილოგრამი თაფლი მიიღო.
აქედან გამომდინარე, შეეშვით ამ ტყუილებს და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას," - განაცხადა პრემიერმა