16 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
მერაბიშვილი არწმუნებდა ჩამოდიო და თავი ამოყო ციხეში, მელიას კი ყველაზე მეტად გაუხარდა მისი დაჭერა... 6 წელი მოუწევს - ირაკლი ღარიბაშვილი 

პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 6 წელი მოუწევს ციხეში ყოფნა.

ამასთან, მისი თქმით, გამორიცხულია სააკაშვილი უკრაინას გადაეცეს.

"იმედი მაქვს, რომ გვისმენს პატიმარი სააკაშვილი, მას შევახსენებდი ვინ არწმუნებდა, რომ ჩამოსულიყო თბილისში, ერთ-ერთი მათ შორის იყო ვანო მერაბიშვილი, რომელიც დაჟინებით არწმუნებდა რომ აქ სიტუაცია იმდენად არის მომწიფებული, რომ მის ჩამოსვლას აქ ხელს ვერავინ ვერ შეუშლიდა. როგორ დაასრულა ამ ადამიანმა მისი ეს ავანტიურისტული ექსპერიმენტი ჩვენ ყველამ ვნახეთ, თავი ამოყო ციხეში, ძალიან მარტივად.

ამას გარდა, ძალიან კარგად გვესმის, რომ ყველას მეტად ვისაც გაუხარდა მისი ციხეში დაჭერა, ეს არის ბატონი ნიკა მელია, რომელიც ფარისევლურად დადის ახლა და ციხის წინ აკეთებს კომენტარებს. ეს ყველაფერი კარგად ვიცით და აბსოლუტურად არ გვაინტერესებს. 

ერთი რამ მინდა ვუთხრა საზოგადოებას არჩევნების მეორე ტურებს აბსოლუტურად გამჭვირვალედ ჩავატარებთ. ყველა ქალაქში მოვიგებთ ამ არჩევნებსაც და ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება.

დღეის მდგომარეობით სააკაშვილს 6 წელი მოუწევს ციხეში ყოფნა. რაც უფრო სწრაფად გაიაზრებს პატიმარი სააკაშვილი ამ რეალობას, მით უკეთესი მისთვის.

გამორიცხულია მისი გადაცემა უკრაინისთვის. ჯერ ერთი არავინ არ ითხოვს მის გადაცემას, რომც მოითხოვონ არავინ არ გადასცემს და მინიმუმ 6 წლის მოხდის შემდეგ შეუძლია რომ წავიდეს ნებისმიერ ქვეყანაში," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

დღის ამბები