იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.
მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.
"როდესაც ვინმე ცდილობს, რომ გაავრცელოს ტყუილი, შეიყვანოს შეცდომაში ჩვენი საზოგადოება, რომ თითქოსდა მას არ ეძლევა რაიმეს უფლება, შიმშილობს, მისი მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და მას ყურადღებას არ აქცევენ, ბუნებრივია, ამის უფლებას ვერავის მივცემთ.
საჯაროდ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს კვალიფიციურ თანამშრომლებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ თითოეულ პატიმარზე და, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილზე. ის, როგორც მოშიმშილე იმყოფება მუდმივი სამედიცინო დაკვირვების პროცესში.
გუშინ პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც ჩანს და იკვეთება, რომ ყველა სასიცოცხლო პარამეტრი არის ნორმალურ მდგომარეობაში და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,"-განაცხადა ბრეგაძემ.