"მხოლოდ ნატოს ქვეყნების გადასაწყვეტია საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი" - აღნიშნული განცხადება იან სტოლტენბერგმა დღეს ნატოს საპარტლამენტო ასამბლეის 67-ე პლენარულ სესიაზე გააკეთა.
როგორც ნატოს გენერალური მდივანი ამბობს, რუსეთს ან ნებისმიერ მესამე სახელწმწიფოს უფლება არ აქვს ჩაერიოს ამ პროცესში და გავლენა იქონიოს მათ გაწევრიანებაზე, ეს მხოლოდ ასპირანტი სახელმწიფოებისა და ნატოს წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია - ამბობს იენს სტოლტენბერგი.